იდეის ტექნიკური საფუძველი

შექმნის
შესაძლებლობა.

ხუთი ძირითადი მიმართულება — ავეჯის, ინტერიერისა და წარმოების განსხვავებული ამოცანებისთვის.

მერქანბურბუშელოვანი ფილა
01 / პროდუქტი

მერქანბურბუშელოვანი ფილა

დსპ ფილა დამზადებულია დაქუცმაცებული და გამომშრალი მერქნის ნაწილაკებისგან, რომლებიც შემკვრელ მასალებთან ერთად მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში იპრესება. გამოიყენება ავეჯისა და სამშენებლო მიმართულებებში.

ტექნიკური მონაცემები
MDF
02 / პროდუქტი

MDF

ერთგვაროვანი სტრუქტურის მერქანბოჭკოვანი ფილა, დამზადებული მერქნის ბოჭკოებისა და შემკვრელის თერმული დაწნეხით. ასორტიმენტშია სტანდარტული MDF, ალის გავრცელების შემაფერხებელი FR და MEGA MDF. FR ნიშნავს ალის გავრცელების შეზღუდვას და არა ცეცხლისადმი სრულ შეუვალობას.

ტექნიკური მონაცემები
მელამინირებული ფილა
03 / პროდუქტი

მელამინირებული ფილა

დეკორატიული მელამინის ქაღალდით დაფარული მერქნის ფილა ინტერიერისა და ავეჯის წარმოებისთვის. კოლექციების ფერები და ზედაპირები სხვადასხვა ვიზუალურ ხასიათს ქმნის.

ტექნიკური მონაცემები
შეღებილი ფილა
04 / პროდუქტი

შეღებილი ფილა

შეღებილი ფილები ავეჯისა და ინტერიერის დეტალებისთვის. წარმოებაში გამოიყენება წყალზე დაფუძნებული გრუნტი და UV ლაქი. ფერები, ზომები და სისქეები მოცემულია ტექნიკურ ცხრილში.

ტექნიკური მონაცემები
გაჟღენთილი დეკორატიული ქაღალდი
05 / პროდუქტი

გაჟღენთილი დეკორატიული ქაღალდი

დეკორატიული ქაღალდი მელამინირებული ფილების წარმოებისთვის. ნედლეულის წონაა 60–100 გ/მ². ხუთი გაჟღენთის ხაზის ჯამური წარმადობა კომპანიის მონაცემებით დღეში 600 000 მ²-ია.

ტექნიკური მონაცემები
იდეიდან რეალურ სივრცემდე

თქვენი ხედვა.
ჩვენი მასალები.

ეძებთ კონკრეტულ დეკორს ან ტექნიკურ ინფორმაციას? ერთად ვიპოვოთ თქვენი პროექტისთვის შესაფერისი მიმართულება.